2017-01-20

აკადემიკოს გიორგი თვალჭრელიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია

20 იანვარს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს გიორგი თვალჭრელიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება. კონფერენციაში ქართველი და უცხოელი მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს გეოლოგიური მომსახურების ცენტრის, თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტისა და თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.

აკადემიკოსმა გიორგი თვალჭრელიძემ დააფუძნა საქართველოსა და კავკაიის მეტალოგენური სკოლა, მისი კვლევები ეხებოდა საქართველოს, კავკასიის, ხმელთაშუა ზღვის სარტყლისა და მსოფლიოს მეტალოგენიას. ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შეიმუშავა მეტალოგენიური თეორია, რომელიც ეფუძნებოდა დედამიწის ტექტონიკური განვითარების თანამედროვე მობილისტურ შეხედულებებს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი