2011-03-16

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შ.პ.ს. "ივერია ინტერმედიას" შორის

16 მარტს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს შ.პ.ს. "ივერია ინტერმედიასთან." მემორანდუმის თანახმად, ტელეკომპანია "ენკი-ბენკი" ჩაიწერს და ტელეეთერში გადასცემს "საბავშვო უნივერსიტეტის" ფარგლებში გამართულ ლექციათა ციკლს; ამავე დროს, მოამზადდება ერთობლივი ტელეპროექტები, უნივერსიტეტის სტუდენტები ტელეარხზე გაივლიან სტაჟირებას; "ენკი-ბენკი" გააშუქებს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს _ კონკურსებს, ფესტივალებს, გამოფენებს, კონფერენციებს და სხვა. მემორანდუმს ხელს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დავ შპს. "ივერია ინტერმედიას" ხელმძღვანელი ლელა ასლანიკაშვილი მოაწერენ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 3, თსუ მეორე კორპუსი, პირველი სართული, ოთახი 135, მცირე საკონფერენციო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი