2013-04-26

„ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ელექტრონული ლექსიკონი“- ანგარიში

26 აპრილს, 16.00 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი აწყობს მრგვალ მაგიდას. ღონისძიებაზე  ევროპულ-ქართული ორენოვანი ტერმინოლოგიური  ლექსიკონების შექმნის ლექსიკოგრაფიული პრინციპებისა და ქართულ ტერმინთა ორთოგრაფიასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემური საკითხის განხილვა გაიმართება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ლექსიკოგრაფიული ცენტრის პროექტის „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ელექტრონული ლექსიკონი“ მიმდინარეობის მოკლე ანგარიში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი (107-ე აუდიტორია).   



« იხ. ყველა ანონსი