2018-04-24

წიგნის პრეზენტაცია - „ივანე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტისათვის“

24 აპრილს, 13:00 საათზე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წიგნის: „ივანე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნში თავმოყრილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის მომზადებული სხვადასხვა სახის მასალა.

წიგნის რედაქტორია მალხაზ მაცაბერიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, ხოლო შემდგენელი – დავით სართანია, ისტორიის დოქტორი, თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე.

წიგნი გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის №8, თსუ VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი