2015-04-18

სამეცნიერო კონფერენცია კარტოგრაფია და თანამედროვეობა

18 აპრილს 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ჯანსუღ კეკელიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "კარტოგრაფია და თანამედროვეობა" გაიმართება.

ღონისძიებას თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, პროფესოორი ნოდარ ელიზბარაშვილი, ვახუშტი ბაგრატიონის  გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით კერესელიძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.

პროფესორი ჯანსუღ კეკელია “საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ” პრეზიდენტი იყო, რომელიც 1996 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა. მისი ავტორობით ორჯერ გამოიცა მონოგრაფიული შინაარსის ნაშრომი “საქართველოს საზღვრები”. იგი წლების მანძილზე იყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრების სადელიმიტაციო კომისიის აქტიური წევრი. 2000 წელს ჰანოვერის უნივერსიტეტმა ჯანსუღ კეკელია დააჯილდოვა სიგელით როგორც წარმატებული მეცნიერ-კარტოგრაფი. პროფესორი ჯანსუღ კეკელია საერთაშორისო კარტოგრაფიულმა ასოციაციამ მსოფლიოს პირველ ხუთეულში შეიყვანა “კარტოსემიოტიკის” მიმართულებით.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 307-ე აუდიტორია











« იხ. ყველა ანონსი