2017-04-07

„9 აპრილი ჩვენი ტკივილი“

7 აპრილს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „9 აპრილი ჩვენი ტკივილია“ გაიმართება.  თსუ ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები საქართველოს უახლეს ტრაგიკულ ისტორიას გაიხსენებენ.

ღონისძიება, რომელსაც უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები აწყობენ, თავს მოუყრის თანამოქალაქე აზერბაიჯანელებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოებიდან, კულტურის მოღვაწეებს, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა და ერთად ტკივათ წარსულში გადატანილი ტრაგიკული დღეები.
 
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება 9 აპრილის კადრები. სიტყვით გამომსვლელები პატივს მიაგებენ გარდაცვლილ გმირებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი