2011-04-01

"საბუნებისმეტყველო მეცნიერებების როლი ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტების კვლევაში"

1 აპრილს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის საერთაშორისო წლისადმი  მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება სემინარი. სემინარის თემაა  "საბუნებისმეტყველო მეცნიერებების როლი  ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტების კვლევაში." შპს. ღვინის ლაბორატორიას წარმოადგენს ხარისხის მენეჯერი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო მანველიძე. დამატებით წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სტუდენტების სტაჟირების და სხვა შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორია დოქტორი ხათუნა კახიანი.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ მეორე კორპუსი, 135–ე აუდიტორია(მცირე საკონფერენციო დარბაზი)

იხილეთ დანართი



« იხ. ყველა ანონსი