2013-12-09

პროფესორ ირინა დარჩიას მოხსენება თემაზე: ციფრული კლასიკური ფილოლოგია და საქართველო

 9 დეკემბერს, 16:30 საათზე თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში პროფესორი ირინა დარჩია წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ციფრული კლასიკური ფილოლოგია და საქართველო.

მოხსენების მსვლელობის პროცესში მოხდება სკაიპით ჩართვა ლაიპციგის უნივერსიტეტთან, ჩაერთვება პროფ. გრეგორი ქრეინი, ლაიპციგის უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი, ტაფტის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პერსევსის ციფრული ბიბლიოთეკის მთავარი რედაქტორი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, 220-ე ოთახი

« იხ. ყველა ანონსი