2011-06-10

სახალხო დამცველის მოხსენება ადამიანის უფლებებზე თსუ–ში

10 ივნისს, 18.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში წაიკითხავს მოხსენებას ადამიანის უფლებებზე, რომელიც პროექტ „ELSA შენი, ჩემი, ჩვენი უფლებებისთვის“ დასკვნით ეტაპს წარმოადგენს. პროექტი ევროპის იურისტ სტუდენტთა  (ELSA) ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის მიზანია საზოგადოებაში გაეროს საყოვეთაო დეკლარაციის გავრცელება. სახალხო დამცველი შეაფასებს პროექტს, ხოლო ესსეების გამარჯვებულს გადასცემს სერთიფიკატებს.
პროექტის პარტნიორები არიან თსუ თვითმმართველობა, სახალხო დამცველის აპარატი, განათლების ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მე–2 კორპ, 1–ლი სართ, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი