2014-03-12

ფილმის ჩვენება და დისკუსია

12 მარტს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  „სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი რეაქტორი“ გამართავს ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას თემაზე „სიძულვილის ენა უნივერსიტეტში“. ფილმი მომზადდა პროექტის „სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობისა  გარემოს ხელშეწყობა“ ფარგლებში.

ღონისძიება დააინტერესებს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორებს, მკვლევარებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. „პროექტორის“ ფილმი მოგითხრობთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც სტუდენტები აწყდებიან არატოლერანტულ გარემოში.

დისკუსიაზე ვიმსჯელებთ, იყენებენ თუ არა სიძულვილის ენას უნივერსიტეტში? საჭიროა თუ არა  და როგორ შეიძლება მოხდეს სიძულვილის ენის რეგულაცია საუნივერსიტეტო სივრცეში? რა როლი ენიჭება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტურ თვითმართველობას, ლექტორებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტში სოლიდარობისა და შემწყნარებლობის გარემოს შესაქმნელად?

აღნიშნული ღონისძიება იმართება გორის, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №07

« იხ. ყველა ანონსი