2013-06-04

ევროპის დღეები უნივერსიტეტში

4 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კუნძულ რეუნიონის შესახებ საინფორმაციო საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციას ჟაკლინ ბადონი წაიკითხავს, რომელიც ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია მარი ბროსეს სკოლაში  და დიდი ხანია ცხოვრობს რეუნიონის კუნძულზე. იგი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის ისაუბრებს ინდოეთის ოკეანეში მდებარე ევროპულ კუნძულზეა.
კუნძული რეუნიონი საფრანგეთის ე.წ. ზღვისიქითა დეპარტამენტია და ახლახან მიიღო ევროკავშირის ულტრაპერიფერიული რეგიონის სტატუსი. აქედან გამომდინარე იგი ინტენსიურად ვითარდება. კუნძული   სამხრეთ ნახევარსფეროში, ინდოეთის ოკეანეში, მადაგასკარიდან აღმოსავლეთით 700კმ. მდებარობს. ყველაზე ახლო მიწა ილ მორისია  (170 კმ). ღონისძიება  რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლისა და თსუ-ს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი