2011-12-16

რეპკონცერტი თსუ–ში

16 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–ის ისტორიაში პირველი რეპკონცერტი ჩატარდება. კონცერტს თსუ  სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი „ Diz Dizzy“ გამართავს. ჯგუფის ხელმძღვანელია თსუ  ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი - მიშიკო გოგავა. კონცერტზე „ Diz Dizzy“  საკუთარ სიმღერებს შეასრულებს.  ამავე დროს, ღონისძიებაში მონაწილეობას თსუ–ის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული  მოცეკვავეთა და მოწვეულ მოცეკვავეთა ჯგუფები მიიღებს.

მისამართი: თსუ მერვე კორპუსი, მე–4 სართ. სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი