2019-09-27

პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლის იუბილე

27 სექტემბერს, 15.00 საათზე, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლის იუბილე გაიმართება.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობში არსებული ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი ქიმიური პროფილის უძველესი სამეცნიერო ცენტრია საქართველოში. 
იუბილეზე წარმოდგენილი იქნება ინსტიტუტის ისტორია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, როგორც ფუნდამენტური ისე გამოყენებითი კვლევების სფეროში და ინსტიტუტის სამომავლო გეგმები. გამოიცემა ინსტიტუტის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომათა კრებული და ინსტიტუტის დაარსებიდან დღემდე ინსტიტუტში მოღვაწე ცნობილი ქიმიკოსების შესახებ ბუკლეტი.  მოეწყობა ინსტიტუტის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა.

მისამართი: რუსთაველის გამზ.52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

« იხ. ყველა ანონსი