2017-06-22

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“

22 ივნისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა -მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“ გაიხსნება.

კონფერენციის მთავარი მიმართულებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საზოგადოების მდგრადი განვითარების  შესაძლებლობების განსაზღვრა მრავალმხრივი გლობალური კონფიგურაციის სწრაფი ცვლილების პირობებში. უპირველეს ყოვლისა, წამყვანი გლობალური მოთამაშეების  პოზიციებისა და დამოკიდებულებების შეცვლასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

კონფერენცია მიმართულია ღია და მრავალმხრივი დისკუსიის შესაძლებლობების შესაქმნელად მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და ქვეყნის წარმომადგენლებს შორის.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა:  საზოგადოებრივი გეოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკის, რეგიონული და ნაციონალური კვლევები, გლობაზლიაცია.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: აშშ, გერმანია, ბელგია, ჩინეთი, მექსიკა, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი,აუდიტორია #107

 
« იხ. ყველა ანონსი