2013-04-05

სამეცნიერო მიღწევები “იურული პარკის” ამუშავებისთვის

5 აპრილს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და “National Geographic საქართველო” იწყებენ დისკუსიების ყოველთვიურ სერიას ჟურნალის მიერ გაშუქებულ სხვადასხვა თემებზე.
პირველ შეხვედრაზე საუბარი შეეხება გადაშენებული სახეობის აღდგენის სამეცნიერო მიღწევებს (მათ შორის კლონირებას), ხოლო დისკუსიის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ეთიკურ-რელიგიურ მოსაზრებებს, ზოგად მიზანშეწონილობას, საშიშროებებს და ა.შ.
დისკუსია არასპეციალიზირებულია, რაც გულისხმობს, რომ  თემა  გათვალისწინებულია ნებისმიერი სპეციალობის დაინტერესებული სტუდენტითვის.
დასწრება თავისუფალია.

სამომავლო სადისკუსიო თემები განისაზღვრება სტუდენტების მიერ Facebook-ის გამოკითხვისას გამოვლენილი ინტერესის მიხედვით, ჟურნალის შემდეგ სფეროებში:
  • გეოპოლიტიკა
  • ხალხები და კულტურები
  • თავგადასავლები და ექსტრემეალური ექსპედიციები
  • ისტორია/არქეოლოგია
  • რელიგიათმცოდნეობა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მედიცინა
  • ახალი ტექნოლოგიები და ა.შ.
   
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1თსუ I კორპუსი, აუდიტორია №115

« იხ. ყველა ანონსი