2017-08-09

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის

9 აგვისტოს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე მოაწერენ.

ხელშეკრულების მიზანია საერთაშორისო ექსპერტების მიერ სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელი შეფასება და ამ პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ღონისძიებაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კიდევ ოთხ უნივერსიტეტთან (კავკასიის უნივერსიტეტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი) მსგავსი შინაარსის მემორანდუმებს გააფორმებს.

მისამართიი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი