2017-12-18

იაპონური კულტურის საღამო

18 დეკემბერს 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულება" და იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ერთობლივად ატარებს "იაპონური კულტურის საღამოს", რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი მიმართულების და ფსიქოლიის ფაკულტეტის სტუდენტები. საღამოზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები, ლექსები და სიმღერები იაპონურ ენაზე, ჩატარდება ვიქტორინა, ვორქშოფები კალიგრაფიასა და ორიგამის ხელოვნებაში, რომელშიც ყველა მსურველს ექნება მონაწილეობის საშუალება.

ღონისძიებას დაესწრებიან იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, თსუს პროფესორები და სტუდენტები.

დასწრება თავისუფალია

გთხოვთ, მობრძანდეთ.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი 
« იხ. ყველა ანონსი