2017-05-24
ბულგარეთის საელჩო საქართველოში კირილიცას დღეს აღნიშნავს
24 მაისს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სლავური დამწერლობის - კირილიცას დღე აღინიშნება, რომლის ორგანიზატორია ბულგარეთის საელჩო საქართველოში. ღონისძიებას ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
დესისლავა ივანოვა, თსუ რექტორის მოადგილე
მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ბულგარეთის საელჩო აღნიშნავს ბულგარეთის განათლებისა და კულტურის დღესასწაულს ექსპოზიციით, რომელიც ეძღვნება გლაგოლურ დამწერლობას, რომელიც შეიქმნა წმინდა კირილესა და მეთოდეს მიერ. ღონისძიებაზე შესრულდება ბულგარული ანბანის ჰიმნი, ბულგარული ეროვნული ცეკვები და სიმღერები.
მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, შიდა ეზო.
« იხ. ყველა ანონსი