2013-07-12
საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „სარჩევის“ პრეზენტაცია თსუ-ში
12 ივლისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სამართლის დარგში არსებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის -
„სარჩევის“ პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი
„საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების“, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და
„ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს“ ერთობლივი პროექტია.
ღონისძიებაში დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„სარჩევი“ 2010 წლიდან გამოდის. 2012 წელს იგი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი გახდა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი