2012-11-19

სემინარები თემაზე -"სტილის ანალიზი, როგორც სახელოვნებათმცოდნეო კვლევის მეთოდი"

19-29 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი დრაგოშ ნასტასიუ გამართავს სემინარებს თემაზე - "სტილის ანალიზი, როგორც სახელოვნებათმცოდნეო კვლევის მეთოდი"

სემინარები ჩატარდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
I კორპუსში, 17.00 საათზე

1. შესავალი: შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კვლევის მიმართულებები
და “სტილის” კონცეფციის ტრანსდისციპლინარული ხასიათი.

19 ნოემბერი, ორშაბათი, 304-ე აუდიტორია

2. “სტილის” კონცეფციის განვითარების ეტაპები სახელოვნებათმცოდნეო
მეცნიერებაში  

21 ნოემბერი, ოთხშაბათი, 308-ე აუდიტორია

3. “სტილის” კონცეფცია ანთროპოლოგიურ და არქეოლოგიურ კვლევებში
24 ნოემბერი, შაბათი, 304-ე აუდიტორია

4. “სტილისა”  და “დროის” კონცეფცია – ქრონოლოგიის განსაზღვრის მეთოდები
სახელოვნებათმცოდნეო კვლევებში.

26 ნოემბერი, ორშაბათი, 308-ე აუდიტორია

5. სტილის ანალიზის, როგორც ხელოვნების ისტორიის კვლევის მეთოდის
შეზღუდულობა და უპირატესობა.

28 ნოემბერი, ოთხშაბათი, 304-ე აუდიტორია

6.  როდესაც სტილი განაპირობებს შინაარსს: სტილი, როგორც პოლიტიკური
და იდეოლოგიური საშუალება.

თარიღი დამატებით გამოცხადდება

« იხ. ყველა ანონსი