2019-11-01
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”
1 ნოემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019 წლის 1-2 ნოემბერს, გაიმართება მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.
კონფერენციაზე მოწვეული არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს. კერძოდ, მსოფლიოს 12 სახელმწიფოდან წარმოდგენილია 100-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 115.