2019-11-29

საიუბილეო კრებულის ,,სერგო ჯორბენაძე 90" წარდგენა

29 ნოემბერს, 19:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საიუბილეო კრებულის ,,სერგო ჯორბენაძე 90" პრეზენტაცია.
კრებული ,,სერგო ჯორბენაძე 90" აერთიანებს სტატიებს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით. კრებულში შესულია სერგო ჯორბენაძის, სერგი ჯორბენაძის, ირმა სეხნიაშვილის, თეონა კაპანაძის, გიორგი მესხის, გიორგი უსტიაშვილის, ეკატერინე ქარდავას, ლიკა კობალაძის, დავით მაკარიძის, თამთა თავართქილაძის, მარიამ ლაბარტყავას, ეკატერინე აბაშმაძის, უშანგი ბახტაძისა და დიმიტრი გეგენავას სტატიები.
საიუბილეო გამოცემის რედაქტორები არიან სერგი ჯორბენაძე და დიმიტრი გეგენავა. წიგნი გამოსცა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობამ.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115.

« იხ. ყველა ანონსი