2015-07-16

წიგნის “გეოპოლიტიკური ცვლილებები დროსა და სივრცეში“ პრეზენტაცია

16 ივლისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის ალექსანდრე წურწუმიას წიგნის “გეოპოლიტიკური ცვლილებები დროსა და სივრცეში (გეოპოლიტიკის კლასიკური პერიოდი)“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №107

« იხ. ყველა ანონსი