2014-02-16

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია პროექტის “ჩემი წიგნის“ ფარგლებში

16 თებერვალს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროექტის "ჩემი წიგნი" ფარგლებში ლევან ბერძენიშვილის ლექცია გაიმართება. ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს ლექციას თავის საყვარელ წიგნზე - თომას მანის „ჯადოსნური მთა“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 2014 წლის 2 მარტიდან იწყებს ახალ პროექტს „ჩემი წიგნი“.  „ჩემი წიგნი“  BBC- ის პროექტია, რომელიც ბიბლიოთეკების, გამომცემლობების, ეროვნული ლიტერატურული ორგანიზაციების, სკოლების და უნივერსიტეტების მხარდაჭერისა და ჩართულობის შედეგად განხორციელდა. მისი ორიგინალური სახელია  “The Big Read” და მისი მიზანია გამოავლინოს მაყურებლის (ხალხის) ერთი საყვარელი წიგნი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი http://1tv.ge/mybook/#form

მისამართი:  ი.ჭავჭავაძის 3, თსუ  II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი