2016-05-27

ატილა მელეჰის ლექცია თემაზე - "შიდა და გარე საზღვრების დაცვა: პოლიტიკური დისკურსი და ლტოლვილთა კრიზისის საკვანძო საკითხები"

27 მაისს 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის (ბუდაპეშტი) უფროსი მკვლევარი ატილა მელეჰი თემაზე - " შიდა და გარე საზღვრების დაცვა: პოლიტიკური დისკურსი და ლტოლვილთა კრიზისის საკვანძო საკითხები"

ატილა მელეჰი თბილისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით იმყოფება.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ.#1, პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი