2018-05-25
სამეცნიერო კონფერენცია - "საქართველოს პირველი რესპუბლიკა 100"
25 მაისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "საქართველოს პირველი რესპუბლიკა 100".
კონფერენციას გახსნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ პროფესორები, ლექტორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, II სართული, აუდიტორია N 212.
« იხ. ყველა ანონსი