2017-11-24

ალექსანდრე ცისკარიძის წიგნის ,,მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი’ ’პრეზენტაცია

24 ნოემბერს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის, ალექსანდრე ცისკარიძის წიგნის - ,,მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი’’ პრეზენტაცია.

წიგნი „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოსცა. ალექსანდრე ცისკარიძესთან ერთად მისი თანაავტორ-რედაქტორები არიან ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტიდან არნე ლინდგრენი და ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტიდან ადნან ქურეში. წიგნი ელქტრონული ფორმატით უკვე დევს „კემბრიჯ ქორის“ ონლაინ ბაზაში, რომელიც სრულიად ახალ პლატფორმას წარმოადგენს კემბრიჯის აკადემიური გამოცემების გასაერთიანებლად.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე





« იხ. ყველა ანონსი