2016-11-11

წიგნის “ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა (1921–1941 წწ)” პრეზენტაცია

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის   ინსტიტუტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და კომპარატივისტული ლიტერატურის   ქართული  ასოციაციის  (GCLA) ორგანიზებით წიგნის   “ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა (1921–1941 წწ)” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოიცა.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ.#7, საჯარო ბიბლიოთეკის კორპუსი #3, საკონფერენციო   დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი