2013-12-17

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი თსუ სტუდენტებს შეხვდება

17 დეკემბერს, 13:00 საათზე  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სტუდენტებს შეხვდება. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება.

სტუდენტებთან შეხვედრისას ელჩი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ბრიტანეთის პრიორიტეტებსა და ღირებულებებზე ისაუბრებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ელჩს შეკითხვები დაუსვან.
 
 მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი