2015-04-15

ვლადიმერ პაპავას წიგნის „საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები“ პრეზენტაცია

15 აპრილს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნის „საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

წიგნში განხილულია იმ ეკონომიკური რეფორმების არსი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე განხორციელდა. გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკის რეფორმების როგორც მიღწევები, ისე ამ პროცესში დაშვებული შეცდომებიც. გამოკვეთილია უახლოეს მომავალში საქართველოში გასატარებელი ეკონომიკური რეფორმების მაგისტრალური გზა.
წიგნი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისთვის, ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, პროფესორებისათვის, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკის აქტუალური პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი