2014-03-14

თსუ სტუდენტს რექტორის სტიპენდია გადაეცემა

14 მარტს 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის სტიპენდიატი გამოვლინდება.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით 2013/14 სასწავლო წლიდან სპეციალური კომისია შეარჩევს მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრიატის სტუდენტს, რომელიც რექტორის ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

დაჯილდოების ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარე, რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე, კომისიის წევრები დაესწრებიან.


მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი