2014-02-21

ტრენინგი – „შეფასების ინსტრუმენტები, მეთოდები და მექანიზმები“

21 თებერვალს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ორდღიანი ტრენინგი: „შეფასების ინსტრუმენტები, მეთოდები და მექანიზმები“, რომელსაც ატარებს ფონდი „საქართველოს ბავშვთა ფედერაცია“.

ფონდი 2013 წლის სექტემბრიდან  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „პროფესიული სტანდარტის შემუშავება აგრარული სპეციალობებისათვის,  პროფესიული სწავლების სამოდულო პროგრამების შექმნა და მასწავლებლის გზამკვლევის შემუშავება“.
ტრენინგს ჩაატარებს  საერთაშორისო ექპერტი  იოშკა ანასტასოვა.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო ჯგუფების წევრები: მეცნიერები, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები და დამსაქმებლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი