2011-11-15
პროფესორ ჯერემი ტაიგენის საჯარო ლექცია
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში 15 ნოემბერს, 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკაში, ოთახი №336 შედგება ფულბრაიტის პროგრამის მკველვარის, პროფ. ჯერემი ტაიგენის საჯარო ლექცია თემაზე:
რატომ მიდიან ვეტერანები პრეზიდენტებად: სამხედრო სამსახური ამერიკულ არჩევნებში ვაშინგტონიდან მაკკეინამდე
ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური.
პროფ. ტაიგენი არის ფულბრაიტის პროგრამის მკვლევარი და „რამაპო კოლეჯის“ ასოცირებული პროფესორი 2005 წლიდან. დოქტორის ხარისხი მიიღო ტექსასის უივერსიტეტში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი მიიღო ვისკონსინის უნივერსიტეტში. არის რამაპო კოლეჯის პოლიტიკურ მეცნიერებათა დირექტორი და ასწავლის კურსებს ამერიკის ხელისუფლებისა და საარჩევნო სისტემის შესახებ. მისი კვლევითი ინტერესი მოიცავს შემდეგ სფეროებს: არჩევნები, პოლიტიკური მონაწილეობა, სამედრო სამსახური პოლიტიკა, და პოლიტიკური გეოგრაფია.
გამოქვეყნებული აქვს სტატიები შემდეგ გამოცემებში:
Social Science Quarterly, Armed Forces & Society, European Security, Political Communications, Political Geography, Political Research Quarterly, The New York Times, NPR, US News and World Report, The Weekly Standard.
ამჟამად წერს წიგნს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.
საჯარო ლექციებზე წარმოდგენილ საკითხებში პროფესორი ჯერემი ტაიგენი გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
« იხ. ყველა ანონსი