2015-12-23
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარსადგენი კანდიდატის გამოსავლენად სამეცნიერო საბჭოსა და ლიტერატურის ექსპერტების შეკრება გაიმართება
23 დეკემბერს, 15:00 საათზე, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარსადგენი კანდიდატის გამოსავლენად სამეცნიერო საბჭოსა და ლიტერატურის ექსპერტების შეკრება გაიმართება.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს 1998 წლიდან აქვს ექსკლუზიური უფლება, წარადგინოს ნობელის პრემიის კანდიდატი საქართველოდან ლიტერატურის დარგში. კანდიდატურას ასახელებენ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრები და თანამედროვე ქართული ლიტერატურის ექსპერტები.
მისამართი: კოსტავას ქ. 5, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
« იხ. ყველა ანონსი