2012-12-02
„რა? სად? როდის?“
2 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ინტელექტუალურ თამაშს „რა? სად? როდის “ატარებს.პროექტში აპლიკაციების საფუძველზე დარეგისტრირებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. მეორე ეტაპზე გადასული 20 საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით, ფულადი პრიზებითა და წიგნებით.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი