2014-11-10

გამოფენა „წიგნები სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ კირიონ II - ის პირადი კოლექციდან“

10 ნოემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა  გამართავს გამოფენას „ წიგნები სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ კირიონ  II - ის   პირადი კოლექციდან“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკში, მრავალი სახელოვანი მეცნიერისა და სზოგადო მოღვაწის წიგნების კოლეციებთან ერთად, დაცულია დამოუკიდებლობააღდეგნილი საქართველოს პირველი პატრიარქის კირიონ მეორის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი. კოლექცია მოიცავს როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის წიგნებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: წიგნები ამ კოლექციიდან, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები და კერძო კოლექციებში დაცული ფოტოები.

კირიონ მეორე იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი, რომელიც დაუღალავად იღვწოდა საქართველოში განათლების აღორძინებისათვის. ამიტომაც იგი გულმხურვალედ მისალმა თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას. პატრიარქმა კირიონ მეორემ 1918 წლის 26 იანვარს (8 თებერვალს) პირველი ქართული უნივერსიტეტის გახნასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღავლინა და დალოცა უნივერსიტეტი.

გამოფენის გახსნაზე მოწვეულნი არიან უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი,  სასულიერო პირები, სტუდენტები.

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი