2012-05-19

სამართლის ეროვნული კონფერენცია თსუ-ში

19 მაისს, 11:00 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ეროვნული კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებისა და სკოლების მიერ ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიებაა.  
      კონფერენციის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარება და სამართლის რეფორმის თემებზე აკადემიური დებატის წახალისება. კონფერენცია მრავალდარგობრივია და მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სამართლის, ისე მომიჯნავე დისციპლინებში მოღვაწე მევნიერებსა და მკვლევარებს. კონფერენციის ფარგლებში მუშაობა წარიმართება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ევროპის სამართალი, კერძო სამართალი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია (N 006)
« იხ. ყველა ანონსი