2011-04-02

Google-ის წარმომადგენელთა ლექცია თსუ–ში

2 აპრილს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს ერთერთი წამყვანი IT კომპანია Google-ის კრაკოვის ოფისის წარმომადგენლები ესტუმრებიან. ვიზიტის ფარგლებში  Google-ის წარმომადგენლები  წაიკითხავენ  ლექციას, სადაც  მსმენელებს შეეძლებათ გაეცნონ:
-  Google-ის პროექტების მიმდინარეობის ციკლს;
- რატომაა GoogleFlu Trends მონიტორინგის სისტემა ყველაზე სწრაფი გზა გრიპის ეპიდემიის აღმოსაჩენად;
- რას ნიშნავს Google-ის თანამშრომლობა.

ლექციაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ Online რეგისტრაცია მისამართზე:
http://services.google.com/fb/forms/tbilisistateuni

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:  მანანა ხაჩიძე - (877) 295 073, (899) 156680
 
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 3, თსუ მე-11 კორპუსი, აუდიტორია 107.
« იხ. ყველა ანონსი