2013-09-05

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის საჯარო ლექცია თსუ-ში

5 სექტემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ ინიციატივით გაიმართება სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის საჯარო ლექცია. 

ლექციაზე ელჩის მხრიდან ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ა.შ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ისაუბრებს იმ პროგრესზე, რომელიც ორმხრივი თანამშროლობის კუთხით არის მიღწეული, ასევე შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამომავლო პერსპექტივებს.
ლექციის მეორე ნაწილში ელჩი კლუბის წევრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და დიპლომატიის მნიშვნელობაზე საუბარს. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სტუმარს დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები. 

აღნიშნული ღონისძიება იმართება სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და დაკავშირებულია კლუბის საქმიანობის ახალი სეზონის გახსნასთან. საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დიპლომატიური კულტურის განვითარებას, რაც გულისხმობს ახალგაზრდა დიპლომატთათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას. კლუბი ეხმარება ახალგაზრდებს გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის სფეროში. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი