2015-03-20

მსოფლიო მარათონი ქველმოქმედებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთვება პროექტში Wings for Life World Run 2015 - სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიან და უნიკალურ მსოფლი რბენაში, რომელშიც წელს 36 ქვეყანას აერთიანებს ერთი მიზნისთვის - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!
 
ამ თემასთან დაკავშირებით,  20 მარტს, 16:00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩებთან - ტანმოვარჯიშე, პროექტ „ცეკვავენ ვარკსვლავების“ გამარჯვებულთან ქეთი ხატიაშვილთან, ტელეწამყვან სამორი ბალდესთან და  სეულის ოლიმპიადის პრიზიორთან, საქართველოს ყველა დროის ყველაზე სწრაფ მორბენალ ქალთან, მსოფლიო რბენის სპორტულ დირექტორ მაია აზარაშვილთან.

დასწრება თავისუფალია და განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც Wings for Life World Run 2015-ში მონაწილეობის სურვილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით.

პირველი 100 სტუდენტის დაფინანსებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. ყველა დარეგისტრირებულს გადაეცემა თსუ-ს მაისური უნივერსიტეტის წარსადგენად.

ღონისძიება 3 მაისს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან გაიმართება.

Wings for life მსოფლიო რბენა პირველად 2014 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 3000-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ წარმომადგენლები 99 ორგანიზაციიდან (სახელმწიფო/კერძო სექტორი) და მონაწილეები 36 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იყო თსუც დიდი გუნდით.

წელს საქართველოში მონაწილეობის რაოდენობის ლიმიტი  5000-ს შეადგენს, ღონისძიებაში ჩართულია თითქმის ყველა ბიზნესკომპანია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, საელჩოები და დიპლომატიური კორპუსი, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life -ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო დაკლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. 2014 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა (60 000 ლარი რეგისტრაციებიდან და 40 000 ლარი სპონსორინგიდან). დეტალური ინფორმაცია კვლევების შესახებ განთავსებულია ფონდის ვებგვერდზე http://www.wingsforlife.com/en/research/

გასული ღონისძიების შემაჯამებელი ვიდეო-რგოლი იხილეთ აღნიშნულ ბმულზე
ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფეისბუქის ივენთგვერდს
მსოფლიო რბენის ოფიციალური ვებგვერდი www.wingsforlifeworldrun.com
 

« იხ. ყველა ანონსი