2014-06-26

,,ევროპული წიგნის გამოფენა"

26 ივნისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მართავს ღონისძიებას ,,ევროპული წიგნის გამოფენა", სადაც გამოფენილი იქნება ევროპის ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ძეგლები, ქართულ ენაზეშესრულებულ თარგმანებთან ერთად.

გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნები კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ ქართულ მთარგმნელობით ხელოვნებას  და ევროპულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ტრადიციას.

გამოფენის გახსნაზე მოწვეულნი არიან  ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა  და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგებლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. ღონისძიებას დაესწრება თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. თსუ რექტორი გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელს გადასცემს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ 21 დასახელების გერმანული წარმოშობის წიგნს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი,
სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი