2015-09-25
პროფესორ მარია დე ფატიმა მარინიოს საჯარო ლექცია
25 სექტემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ მარია დე ფატიმა მარინიოს (პორტოს უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია –
"წარსული: მხატვრული კონსტრუქცია?" გაიმართება.
მარია დე ფატიმა მარინიო 2010-2014 წლებში იყო ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, 2014 წლის ივნისიდან კი პორტოს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი კვლევის სფერო არის პორტუგალიური პოეზია და XIX-XX საუკუნის ისტორიული ნოველა. ის არის მრავალი ნაშრომის ავტორი: „ჰერბერტო ჰელდერი, საქმე და ადამიანი“ (1982); „სიურეალიზმი პორტუგალიაში“ (1987); „პორტუგალიური პოეზია XX საუკუნის მეორე ნახევარში – წყვეტა და განგრძობითობა“ (1989); „ისტორიული რომანი პორტუგალიაში“ (1999); „უძირო ჭა – ახალი მოსაზრებები ლიტერატურასა და ისტორიაზე“ (2005); „ისტორია და მითი –ეროვნული მითები პორტუგალიურ ლიტერატურაში“ (2008) და ა.შ.
ღონისძიება თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია/ვორქშოპის „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“ ფარგლებში იმართება და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ, II კორპუსი, 203-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი