2019-01-14

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის

14 იანვარს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია მოაწერენ.

ხელშეკრულების თანახმად, მხარები ხელს შეუწყობენ განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს, როგორც საგანმანათლებლო, ისე საექსპერტო საკითხებზე. მემორანდუმი მოიცავს მხარეთა თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებების მიხედვით: საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება; გამოცდილების გაცვლა თანამშრომლობის სფეროში ძირითად საკვანძო საკითხებზე; ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.
« იხ. ყველა ანონსი