2013-11-22

ფილოსოფიის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

22 ნოემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი  ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციას.
         
კონფერენცია  ეძღვნება დიდი ქართველი ფილოსოფოსის,  მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის,  პროფესორ  სერგი დანელიას  გარდაცვალებიდან 50 და დაბადებიდან 125 წლისთავს.

მისამართი: ი. ჭვჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №212
« იხ. ყველა ანონსი