2014-05-16
ნინო პოპიაშვილის წიგნის “ომი ქალის მეხსიერებაში (ქართველი და ოსი ქალების ზეპირი ისტორიები)” პრეზენტაცია
16 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ნინო პოპიაშვილის წიგნის “
ომი ქალის მეხსიერებაში (ქართველი და ოსი ქალების ზეპირი ისტორიები)” პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში შესულია ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ქალთა პროგრამის მიერ 2003 წელს გამოცხადებული კონკურსის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა და ჩაწერილი ქართველი და ოსი ქალების ზეპირი ისტორიები.
ზეპირი ისტორიები არის ისტორიული ამბების გახსენება სხვადასხვა პრიფესიის მქონე თვითმხილველების მიერ. ზეპირი ისტორიები - ეს არის გადმოცემათა გადმოცემა. ასეთ ისტორიებს არ აქვს პრეტენზია უტყუარობაზე, ჭეშმარიტებაზე, ეს არის ინტერპრეტაციებზე, ემოციებსა და ინდივიდუალურ შეხედულებებზე, საკუთარი თვალით ნანახსა და განცდილზე დაფუძნებული მონათხრობი. ისტორიის პერსონალური ხედვა ზეპირი ისტორიების ამოსავალი წერტილია. ის უკავშირდება მოვლენას, რომელიც მართლაც შევიდა ისტორიაში და ინდივიდის მეხსიერებაში არის დალექილი. ასეთი მოგონებები ფაქტებზე დაფუძნებულ ისტორიასთან მჭიდრო კავშირშია. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ღირებული, კორექტული და ნამდვილია ნაამბობი, ვიდრე - ოფიციალური ისტორია.
წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეოცე საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის შესწავლით დაინტერესებული მკითხველებისათვის, ქართულ-ოსური ურთიერთობების მკვლევარებისთვის, კონფლიქტოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის, გენდეროლოგებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ექსპერტებისთვის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, სამთავრობო სტრუქტურებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მკითხველთა ფართო წრისათვის.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი