2016-12-21

იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლის გახსნა თსუ-ში

21 დეკემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით“ გაიხსნება.

სკოლა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და ის განკუთვნილია საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სადოქტორო და  სამაგისტრო პროგრამების და ასევე საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის  სტუდენტებისთვის იმუნოლოგიის დარგის  ან მომიჯნავე მიმართულებებით. პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

სეზონური სკოლის მიზანია ინტენსიური  ერთკვირიანი თეორიული და პრაქტიკული  კურსის გავლის გზით ხელი შეუწყოს საქართველოში იმუნოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდა მეცნიერთა და მომავალ მკვლევართა პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი