2013-04-23

„ვკითხულობთ შექსპირს“

23 აპრილს, 13.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება უილიამ შექსპირისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ვკითხულობთ შექსპირს.“  ღონისძიებაზე მთარგმნელები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები წაიკითხავენ შექსპირის ნაწარმოებებს  და მათ თარგმანებს ქართულ,  ფრანგულ,  გერმანულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №115

« იხ. ყველა ანონსი