2011-06-16

„საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრის“ პრეზენტაცია თსუ–ში

16 ივნისს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრის“ „SEC Georgia”–ს პრეზენტაცია გაიმართება. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში კვალიფიციური კადრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ორგანიზაცია სტუდენტების კერძო და საჯარო სექტორში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისთვის შესაძლებლობებს მოიძიებს. შესაბამისი შერჩევის შემდეგ კი სტუდენტებს მოძიებულ ადგილებზე გადაანაწილებს. პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სხვადასხვა ფაკულტეტტების დეკანები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მე–2 კორპ, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი