2013-11-27

ტრენინგ-კურსი დებატების ხელოვნებაში

27 ნოემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი დებატების ხელოვნებაში ტრენინგ-კურსს გამართავს.

ტრენინგ-კურსი განკუთვნილია სამართლის, პოლიტოლოგიის, ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის, აგრეთვე სკოლის მოსწავლეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

პროექტის მიზანია დებატების მნიშვნელობისა და ფორმატის გაცნობა, სპეციალური უნარ-ჩვევების: სწრაფი აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და არგუმენტირების უნარის გამომუშავება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი