2016-04-12

სტუდენტური პროექტი “პლანეტა რიდმორი“ იწყება!

12 აპრილს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "პლანეტა რიდმორის"-ის პრეზენტაცია ჩატარდება. პროექტი გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციით "სამი აუცილებელი ნივთი" გაიხსნება.

ღონისძიებაზე ონლაინ მინი კონკურსის „სამი აუცილებელი ნივთი“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებსაც გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ სპეციალურ პრიზებს გადასცემს. მინი კონკურსი გულისხმობს ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე წასაღები სამი აუცილებელი ნივთის და მისი ორიგინალური აღწერის მოფიქრებას. კონკურსი 11 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება, მსურველებმა საკონკურსო ანკეტა შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ ბმულზე

სტუდენტური პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში ჩართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.


მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე ( მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

 


« იხ. ყველა ანონსი